თანამედროვე სამყაროში უფასო ინტერნეტრესურსებზე წვდომა ყოველდღიურად უფრო მარტივი და მოთხოვნადი ხდება.
არსებობს არაერთი სოციალური ქსელი თუ არხი, რომლებიც აუდიტორიას სხვადასხვა დარგის პროფესიონალები სასარგებლო რჩევებს აძლევენ. ეს კი მათ გამომწერების ზრდაში, მომხმარებლებს კი სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ვირტუალურ სამყაროში განსაკუთრებით აქტუალურია საგანმანათლებლო – კერძოდ ენების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებზე მორგებული შინაარსის მასალა.
„ინგლისური ენის შესწავლა“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი საძიებო სიტყვებია ქართულ ინტერნეტსივრცეში. ალბათ გასაკვირიც არაა თუ რატომ – ინგლისური ენა პოპულარობით არც ერთ სხვა უცხო ენას არ უტოლდება, მათ შორის საქართველოშიც.
„ბექას სკოლას“ უკვე 7 წელზე მეტია, რაც ათასობით მოსწავლესთან აქვს მუშაობის გამოცდილება. სკოლა დაარსების დღიდან ზრუნავს უფასო რესურსების შექმნასა და CSR მიმართულების (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა) განვითრებაზე.
„ბექას სკოლის“ დამფუძნებლებს კარგად ესმით რომ ბევრ ადამიანს არ აქვს ფასიანი ინგლისურის კურსების გავლის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ინგლისური ენის შესწავლასთან დაკავშირებულ რჩევებს „ბექას სკოლის“ სოციალურ ქსელებში არაერთგან შეხვდებით. სკოლის თანადამფუიძნებელი – ბექა ბერიკაშვილი, აქცენტებს სწორედ იმ ნიუანსებზე აკეთებს რაც ქართულენოვან სტუდენტებში აქტუალური და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობია. იქნება ეს ინგლისური სიტყვები რომლებიც ერთმანეთში გვერევა, ინგლისური სიტყვების შესწავლის მეთოდები და სხვა.

„ბექას სკოლასთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტის მნიშვნელობას მოწმობს სასტიპენდიო პროგრამის არსებობაც, რომლის ფარგლებშიც, უკვე ასობით სტუდენტმა გაიარა უფასო ინგლისურის კურსები წლების განმავლობაში.
სულ ცოტახანის წინ კი „ბექას სკოლამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერში სპეციალური რუბრიკა დაიწყო, სადაც სახალისო გარემოში უამრავი საინტერესო ინფორმაციის გაცვლა ხდება ინგლისური ენის შესწავლასა და მასთან დაკავშირებული არაერთი საჭირო ინფორმაციის შესახებ.
შემეცნებითი და სახალისო მიდგომა გამოიყენა „ბექას სკოლამ“, როდესაც კინოთეატრ „ამირანთან“ ერთად შექმნა ინგლისურენოვანი კინოკლუბი, სადაც ნებისმიერი მსურველისთვის, კინოჩვენებაზე დასწრება და შემდეგ ფილმების განხილვის ტრადიცია დაამკვიდრა. მოკლე ფილმების ჩვენებას თვეში ორჯერ, კინოთეატრ „ამირანში“ კანადელი რეჟისორი Toby Andris მასპინძლობს და მასზე დასწრება ყველასთვის უფასოა, მარტივი სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
„ბექას სკოლის“ Facebook გვერდზე ღონისძებების კალენდარში შეხვდებით არაერთ საინტერესო უფასო ღონისძიებას, როგორიცაა – სასაუბრო ინგლისურის კლუბები, სოციალური და სამაგიდო თამაშები, საგანმანათლებლო ვორქშოფები და ა.შ., რომელთაც ძირითადად ევროპელი მოხალისეები მასპინძლობენ და არა მხოლოდ ინგლისურის შესასწავლად, სოციალიზაციისთვისაც ძალიან კარგ სივრცეს ქმნიან.
ამ ეტაპზე, უფასო ინგლისურენოვან ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა შესაძლბელი. თუმცა, მოზარდებისთვის და მათი მშობლებისთვის კარგი ამბავი მაქვს – შემოდგომიდან „ბექას სკოლა“ აპირებს დაამატოს ინგლისურის კურსები მოზარდებისთვის და შესაბამისად, მათ ახალი უფასო ინგლისურენოვან აქტივობებსაც შეთავაზებს!
და თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ საკმაოდ დიდი და პოპულარული Facebook ჯგუფ „სოციალური ლრქსიკონის“ შესახებ, ეს ინფორმაცია თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება – ეს არის ჯგუფი, რომელიც „ბექას სკოლამ“ რამდენიმე წლის წინ შექმნა და სადაც 30 000 ზე მეტი წევრია. ჯგუფში ადამიანები სრულიად უსასყიდლოდ ერთმანმეთს ეხმარებიან სხვადასხვა სპეციფიკური ფრაზების და სლენგის თარგმნაში რაც ერთგვარ საინტერესო და ძალიან სასარგებლო კომუნას ქმნის.
„ბექას სკოლის“ მიზანია, არ შეაჩეროს ზრდა და განვითარება, რის პარალელურადაც, ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს, ახალი სასარგებლო რესურსების შექმნას და არაერთ საინტერესო სიახლეს მომავალშიც პირდება.








