ახალი ამბები

ლეგალურად დასაქმებაზე EU-ს ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები — აზარაშვილი

18 მაისი, 2023 • 779
ლეგალურად დასაქმებაზე EU-ს ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები — აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დროებით ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს.

ამის შესახებ მან დღეს, 18 მაისს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან: პორტუგალისთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, ავსტრიასთან, ირლანდიასთან, სლოვენიასთან, კვიპროსთან და უნგრეთთან დროებით ლეგალურად დასაქმების, ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით“, — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, აზარაშვილის თქმით, საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქამების ფარგლებში 2022 წლიდან გერმანიასა და ისრაელში საქართველოს 1500-მდე მოქალაქე დასაქმდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი