ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა იკრძალება

17 მაისი, 2023 • 798
ცხინვალში ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა იკრძალება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლებმა, მორიგი რეიდების დროს, ცხინვალის ორი სასურსათო მაღაზიიდან ენერგეტიკული სასმელების მარგები ამოიღეს. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

“მაღაზიების მფლობელებმა დაარღვიეს კანონი უალკოჰოლო და მატოზინირებელი სასმელების შემოტანის, რეალიზაციის, გავრცელებისა და წარმოების შესახებ. კანონდამრღვევთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო”, – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, 2012 წლიდან იკრძალება ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია. კანონდარღვევა ფულად ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს.

Burn, Red Bull, Pepsi X, Red Devil, Bullit, Jaguar, Adrenaline Rush, Adrenaline Life  და სხვა მსგავსი დასახელების ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია, ოფიციალური ცნობითვე, “ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკების გათვალისწინებით” იკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი