ახალი ამბები

მთვრალი მძღოლი პატრულის მანქანას დაეჯახა, ორი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა — შსს

17 მაისი, 2023 • 690
მთვრალი მძღოლი პატრულის მანქანას დაეჯახა, ორი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა — შსს

ქარელში მომხდარ ავტოავარიას საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ავტოავარია გამოიწვია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობისას საავტომობილო გზის პირას მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც პოლიციის ორი თანამშრომელი: ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე ადგილზე გარდაიცვალნენ.

მძღოლი, რომელიც პატრულის მანქანას დაეჯახა, დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი