ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ავიამიმოსვლის პარალელურად, რუსეთი ავტობუსების ტურებს აანონსებს

16 მაისი, 2023 • 1233
ავიამიმოსვლის პარალელურად, რუსეთი ავტობუსების ტურებს აანონსებს

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ავიამიმოსვლის პარალელურად, ავტობუსის ტურები განახლდება.

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, არტურ მურადიანის განცხადებით, წელიწადში 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი გახდება რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი ავიარეისებისა და ტურიზმის სატრანზიტო მიმართულებების განვითარების შემთხვევაში.

“საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან საკონტრაქტო ურთიერთობების განახლება, -ეს ყოველივე უახლოეს დროში, რუსეთსა და საქართველოს შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი გახდება, რაც ფასების დასტაბილურებისა და ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების მოცულობების გაზრდის საშუალებას მოგვცემს”, – ამბობს ის.

რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პარალელურად, მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, აღდგეს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც 2019 წელს გაუქმდა.

 


2023-ის I კვარტალში თითქმის 200 ათასით იმატა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ

 

„აზიმუტი“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა მისცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მას შემდეგ, რაც „დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“. კომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი