ახალი ამბები

უკრაინის თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიში მოიგერის, მათ შორის, ჩამოაგდეს 3 ბალისტიკური რაკეტა

16 მაისი, 2023 • 696
უკრაინის თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიში მოიგერის, მათ შორის, ჩამოაგდეს 3 ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არაერთი სარაკეტო იერიში მოიგერიეს. მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით, კიევმა სამი ბალისტიკური რაკეტისა და საბრძოლო დრონების განეიტრალება შეძლო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 16 მაისს დაახლოებით ღამის 3:30 საათზე რუსეთმა შეტევა ჩრდილოეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან წამოიწყო და უკრაინის ტერიტორიისკენ სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი ისროლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების გენერალ ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკის განცხადებით, შეტევაში მონაწილეობდა 6 რუსული MiG-31K თვითმფრინავი, რომლებმაც უკრაინის მიმართულებით 6 „კინჯალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტები ისროლეს, შევა მიმდინარეობდა შავი ზღვიდანაც, ხმელეთიდან კი რუსეთი უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს იყენებდა.  ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის ჯარი საბრძოლო დრონებსაც იყენებდა, თუმცა კიევმა ყველა მათგანის გაუნებელყოფა შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი