ახალი ამბები

ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნები 5 რაიონში 20-21 მაისს გაიმართება

15 მაისი, 2023 • 663
ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნები 5 რაიონში 20-21 მაისს გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნები 5 რაიონში 20-21 მაისს გაიმართება.

როგორც ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნების კომისიის თავმჯდომარემ, ლანა ღვინჯილიამ განაცხადა, ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია. მისი თქმით, ამომრჩეველთა რეგისტრაცია როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის სრულად ფორმირებისთვის

„საბოლოო მონაცემებით, 5 საარჩევნო ოლქში გასამართ რაიონულ (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრაში, ამომრჩევლების სურვილი 9543 პირმა გამოთქვა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ რეგიონებში, სადაც შეიქმნა კონკურენცია და ტარდება კენჭისყრა, პარტიის ამომრჩეველთა აქტივობა ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ კენჭისყრაში, რაც პარტიის მხარდამჭერთა დემოკრატიული პროცესებისადმი გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს.

ამომრჩეველთა სიები საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ 2023 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 17 მაისის ჩათვლით დაზუსტდება. აქვე დაპირებისამებრ, გაგაცნობთ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების ჩატარების თარიღების თაობაზე. კომისიამ გაითვალისწინა რა ამომრჩეველთა მაღალი ინტერესი და ასევე კანდიდატების თხოვნა და არჩევნები არასამუშაო დღეებში გაიმართება“, – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნები 5 რაიონში შემდეგი განრიგით გაიმართება:

  • წყალტუბო – 20 მაისი;
  • ქუთაისი – 20 მაისი;
  • ახალქალაქი – 20 მაისი;
  • წალენჯიხა – 21 მაისი;
  • მარნეული – 21 მაისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი