ახალი ამბები

ტვიტერმა თურქეთში საარჩევნოდ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდა

14 მაისი, 2023 • 947
ტვიტერმა თურქეთში საარჩევნოდ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდა

სოციალურმა ქსელმა ტვიტერმა 14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს შეზღუდა წვდომა გარკვეული სახის კონტენტზე. სოციალურ ქსელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ტვიტებს შეეხო შეზღუდვა და ვისი მოთხოვნით გააკეთა ეს, თუმცა წინა გამოცდილება აჩვენებს, რომ სოციალური ქსელების შეღუდვის პრაქტიკას ერდოღანის ხელისუფლება მიმართავდა.

„სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად და ასევე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტვიტერი კვლავ ხელმისაწვდომი იყოს თურქეთის მოსახლეობისთვის, ჩენ გარკვეული სახის კონტენტზე შევზღუდეთ წვდომა თურქეთში.

შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ამ ანგარიშების მფლობელებს. შეზღუდული კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში”, — განაცხადა სოციალურმა ქსელმა 12 მაისს.

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასაარჩევნო  გამოკითხვები აჩვენებს, რომ თურქეთის ოპოზიციას რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლების შეცვლის რეალური შანსი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი