ახალი ამბები

„ბრიუგეს“ 15 წლის ინგუშ თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს — Geo Team

13 მაისი, 2023 • 3011
„ბრიუგეს“ 15 წლის ინგუშ თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს — Geo Team

Geo Team-ის ინფორმაციით, ბელგიური „ბრიუგეს“ 15 წლის თავდამსხმელმა ჰალიდ დოლტმურზიევმა საქართველოს ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა.

Geo Team-ის თქმით, დოლტმურზიევს მოწვევა ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში თამაში ამჯობინა. საფეხბურთო პლატფორმის ინფორმაციით, ფეხბურთელის მშობლები ინგუშეთიდან არიან, თუმცა დოლტმურზიევს რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურს, საქართველოს ნაკრების არჩევა კი Geo Team-ის ინფორმაციით, სპორტსმენის მამის სურვილს უკავშირდება.

საფეხბურთო პლატფორმა აღნიშნავს, რომ ჰალიდ დოლტმურზიევს, რომელიც პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია, მიმდინარე სეზონში „ბრიუგეს“ U18 გუნდში 22 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს შესრულებული და უახლოეს პერიოდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება.

ახალგაზრდა სპორტსმენს პირად ინსტაგრამის გვერდზე ბელგიის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც აქვს მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი