ახალი ამბები

პოლონეთის სენატი მოუწოდებს ნატოს, უკრაინა დაჩქარებული წესით მიიღოს

12 მაისი, 2023 • 1793
პოლონეთის სენატი მოუწოდებს ნატოს, უკრაინა დაჩქარებული წესით მიიღოს

პოლონეთის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ნატოს, უკრაინა, შვედეთისა და ფინეთის მსგავსად, თავის რიგებში დაჩქარებული წესით მიიღოს.

პოლონეთის სენატი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთთან ბრძოლით „იცავს ევროპას და არის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც კონტინენტს იცავს აღმოსავლეთიდან [მომავალი] აგრესიისგან“.

რეზოლუციის თანახმადვე, ამჟამად უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავს და იყენებს იმ ოპერატიულ ტაქტიკას, რომელსაც დასავლელი მოკავშირეები ათწლეულები ამუშავებდნენ.

„[უკრაინას] სჭირდება რეალური მხარდაჭერა ნატოს ქვეყნებთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სენატორების თქმითვე, ვილნიუსის სამიტი უნდა გახდეს უკრაინის წევრობისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპი, ხოლო კიევმა უნდა მიიღოს იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მას განცხადებებში ჰპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი