ახალი ამბები

აშშ უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის შეიარაღებას გადასცემს

9 მაისი, 2023 • 1938
აშშ უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის შეიარაღებას გადასცემს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტი დააანონსა. როგორც CNN წერს, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში აშშ  უკრაინას კიდევ 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.

როგორც გამოცემა წერს, პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო შეიარაღებას და ყველა იმ აღჭურვილობასა და მარაგებს, რაც საჭიროა „დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების ინტეგრირებისთვის“.

CNN-ის ცნობით, დახმარების ახალ პაკეტთან ერთად, ჯამში, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ღირებულება 36.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი