ახალი ამბები

ბერლინში რუსეთის და საბჭოთა დროშის დემონსტრირება აიკრძალა

8 მაისი, 2023 • 2464
ბერლინში რუსეთის და საბჭოთა დროშის დემონსტრირება აიკრძალა

8-9 მაისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იკრძალება რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშებისა და გეორგიევსკის ლენტის დემონსტრირება.

ქვედა ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ბერლინ-ბრანდენბურგის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა, იუწყება „ბილდი“.

ბერლინის პოლიციამ ჯერ კიდევ 5 მაისს დააანონსა აკრძალვის შესახებ. სამართალდამცავებმა ეს იმით ახსნეს, რომ უკრაინაში შეჭრის ფონზე რუსული სიმბოლიკა შეიძლება აღქმული იქნას, როგორც რუსეთის ქმედებებისადმი სიმპათიის გამოვლენა და მოწოდება ძალადობისკენ.

რაც შეეხება უკრაინის დროშების დემონსტრირების აკრძალვას, ის წარმატებით გაასაჩივრა უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „Vitsche“-მ, იტყობინება „რადიო თავისუფლება“.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი