ახალი ამბები

„ქოლცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ფეხებს ვერ მომჭამთ“ – ვაშაძე ხელისუფლებას

5 მაისი, 2023 • 1817
„ქოლცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ფეხებს ვერ მომჭამთ“ – ვაშაძე ხელისუფლებას

„ქოლცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები და დამნაშავეები. ლილუაშვილს, შს მინისტრს და მთავარ პროკურორს ვეუბნები, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ“, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას თბილისში „ქოლცენტრი“ აქვს.

საუბარია „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „ქოლცენტრი“ გიორგი ვაშაძესა და უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერს, დავით არახამიას ეკუთვნით.

სწორედ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით ხელისუფლებას უნდა, რომ ის გააჩეროს, თუცა ისიც და მისი ძმაც „ცამდე მართალი“ არიან.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე და ჩემი ძმა, რომ თითქოს „ქოლცენტრებთან“ რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100%-იანი ტყუილი. „ქოლცენტრების“ უკან თუ ვინმე დგას საქართველოში, ეს არის რუსული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ „ქოლცენტრების“ თაღლითური სქემით ფინანსდება, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები.

პირდაპირ ეთერში ვეუბნები მათ, ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია შებღალა, ყველას მოგიწევთ პასუხისგება”, – თქვა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის ძმა უარყოფს, რომ აღმაშენებლის გამზირზე „ქოლცენტრი“ აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი