ახალი ამბები

პარლამენტს უმრავლესობის დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს – ვინ შევა მის ნაცვლად

5 მაისი, 2023 • 3731
პარლამენტს უმრავლესობის დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს – ვინ შევა მის ნაცვლად

პარლამენტს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს.

მენაღარიშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 8 მაისს განიხილავს.

მაია მენაღარიშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად დანიშნა.

რაც შეეხება მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლეს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა სალომე ჯინჯოლავას უწევს. ის ამჟამად პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი