ახალი ამბები

თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია ორი პირი

4 მაისი, 2023 • 2252
თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია ორი პირი

თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორამცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თვითმხილველების თქმით, ქუჩაში სროლის ხმა ისმოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი