ახალი ამბები

თბილისში საღებავი შეასხეს რუსულ ავტობუსს “პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის” ემბლემით

3 მაისი, 2023 • 2570
თბილისში საღებავი შეასხეს რუსულ ავტობუსს “პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის” ემბლემით

თბილისში საღებავი შეასხეს და კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომლის სალონშიც ჩამოკიდებულია ემბლემა, წარწერით “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური”.

ავტობუსს რუსულენოვანი ნომერი აქვს. სანომრე ნიშანზე მითითებულია რუსეთში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიის, BBUS-ის ვებგვერდის მისამართი.

ემბლემის შესახებ, რომლის მსგავსი აქსესუარები ონლაინ სივრცეშიც იყიდება, დამატებითი დეტალები უცნობია. “ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს.

ფოტოები: Tite Gedenidze/Facebook; დავით ქაცარავა/Facecook

სოციალურ მედიაში ჯერ ავტობუსის ფოტოები გავრცელდა, შემდეგ კი აქტივისტებმა გამოაქვეყნეს ფოტომასალა, რომელშიც წითელი საღებავით დაფარული საქარე მინა ჩანს.

“დავკვერცხეთ და გავალამაზეთ”, — წერს “შეცვალეს” აქტივისტი ტიტე გედენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი