გაცნობის აპლიკაციის, „ტინდერის“ მფლობელი კომპანია „მეთჩ გრუპი“ 30 ივნისისთვის რუსული ბაზრის დატოვებას გეგმავს. კომპანიაში გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობით ხსნიან, იუწყება „როიტერსი“.
„ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენი ბრენდები იღებენ ზომებს, რათა რუსეთში მათ მომსახურებაზე წვდომა აღარ იყოს. რუსული ბაზრიდან გასვლა 2023 წლის 30 ივნისისთვის დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მეთჩ გრუპის“ აქციონერი „ფრენდ ფიდუშიერი კორპის“ დირექტორის, ჯეფ პერკინსის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინელების ადამიანის უფლებების რისკებს:
„სანდო ბრენდისთვის არაა კარგი, ოპერირებას აგრძელებდეს ქვეყანაში, რომლის მეთაურსაც ბრალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ წარუდგინა“.








