ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, ფოთში ურანის გასაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს

1 მაისი, 2023 • 815
სუს-ის ცნობით, ფოთში ურანის გასაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ფოთში, 2 მილიონ აშშ დოლარად რადიოაქტიური მასალის გასაღების მცდელობისას დააკავეს.

სუს-ის ცნობითვე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებული ურანის, – რომელიც „მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას“, – გასაღებას ცდილობდა.

საქმე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 10 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი