ახალი ამბები

“განვიხილეთ სააკაშვილის სიტუაცია” – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

27 აპრილი, 2023 • 1060
“განვიხილეთ სააკაშვილის სიტუაცია” – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებით ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეეხო.

მისი თქმით, პოლონეთი ცდილობს, რომ რომ კონსტრუქციული გამოსავალი იპოვოს.

„მიმდინარე კვირაში, მინისტრი დარჩიაშვილი გახლდათ საპატიო სტუმარი ევროსაბჭოში. ამიტომ, დღეს ჩვენს შორის წარმართული საუბრები ბუნებრივია და აშკარაა, რომ არის ბრუსელში წარმართული კონსულტაციების გაგრძელება და ეხება, როგორც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის პრობლემატიკას, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ვილნიუსის ნატოს სამიტის კონტექსტში.

ასევე განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ვინაიდან, ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს თანაქმედება ახორციელებს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს, როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ასევე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოებისას. კიდევ ერთხელ, პატივცემულო ილია, მადლობა ამ ძალიან კონსტრუქტიული შეხვედრისათვის“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.


როგორც ცნობილია, პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ თებერვალში განაცხადა.

„პოლონეთმა წამოაყენა ეს ინიციატივა და მე ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე ამ თემაზე – შევთავაზოთ საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში იმკურნალოს. ჩვენ გვეშინია, რომ მას საქართველოში ყველაზე უარესი დაემართება“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი