ახალი ამბები

ხაბეიშვილი: ასე ახლოს რუსული ოცნების დამარცხებასთან არასდროს ვყოფილვართ

25 აპრილი, 2023 • 740
ხაბეიშვილი: ასე ახლოს რუსული ოცნების დამარცხებასთან არასდროს ვყოფილვართ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევას და ამბობს, რომ მისი შედეგები „აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს“.

ხაბეიშვილი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა ბოლო სამ თვეში „2,5-ჯერ გაიზარდა“ – „ნოემბრის კვლევით 25% ჰქონდა „ოცნებას“, „ენმ“-ს კი, 6%“ [სავარაუდოდ, იგულისხმება NDI-ის დეკემბრის კვლევა – „ოცნება“ – 25%, ენმ – 6%].

როგორც „ენმ“-ის თავმჯდომარე აცხადებს, „კვლევა აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს“, ხოლო „ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ნაციონალური მოძრაობა იზრდება“ და დასძენს:

„ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული ოცნების დამარცხებასთან არასდროს ვყოფილვართ!“.

იხილეთ IRI-ის უახლესი კვლევა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით:

მასალების გადაბეჭდვის წესი