ახალი ამბები

„ოცნება“ – 25%, ენმ- 6%, სხვა პარტიები – 13% — პარტიების მხარდაჭერა NDI-ის მიხედვით

2 თებერვალი, 2023 • 709
„ოცნება“ – 25%, ენმ- 6%, სხვა პარტიები – 13%  — პარტიების მხარდაჭერა NDI-ის მიხედვით

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

გამოკითხულთა 39% ამბობს მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.

ამასთან, კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კერძოდ, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 6% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, სხვა პარტიებს 13% ასახელებს.

როგორც კვლევა აჩვენებს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებსა და პატარა ქალაქებში, ვიდრე თბილისსა და დიდ ქალაქებში.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ გამოკითხა ზრდასრული მოსახლეობა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

61% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია გამოხატავს ხალხის ინტერესებს -NDI

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.