ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში რუსებისთვის კაზინოს მოწყობას გეგმავენ

25 აპრილი, 2023 • 1739
გალში რუსებისთვის კაზინოს მოწყობას გეგმავენ

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა კონსტანტინ ფილიამ გალში ტურისტებისთვის სათამაშო ზონის მოწყობის შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ეხოკავკაზა ავრცელებს.

საუბარია სოფელზე გუდავა მწირი მოსახლეობით, რომელიც რაიონული ცენტრიდან 35 კილომეტრში, ზღვის ზონასთან მდებარეობს.

“მე პირველად ვახმიანებ კაზინოს გახსნის იდეას და შესაძლოა, კრიტიკაც დავიმსახურო, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საჭირო და მნიშვნელოვანია ტურისტული სფეროსთვის”, – ამბობს ფილია.

მისივე თქმით, კაზინო ხელმისაწვდომი  უნდა იყოს მხოლოდ სხვა ქვეყნის და არა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ფილია ამბობს, რომ უკვე არსებობს დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც მზადაა, მსგავს ბიზნესსში ფული ჩადოს და სტუმრების განთავსების უზრუნველსაყოფად გაიყვანოს გზა, განათება, წყალმომარაგება.

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებითვე, ადმინისტრაცია გააკეთებს განაცხადს და შემდეგ უკვე დაელოდებიან საზოგადოების რეაქციას.

სოხუმი გალს რუსი ტურისტების ექსტრემალური დასვენებისთვის ამზადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი