ახალი ამბები

ბორელი: „საქართველოს მეტი რეფორმები სჭირდება“

25 აპრილი, 2023 • 1878
ბორელი: „საქართველოს მეტი რეფორმები სჭირდება“

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილთან რეფორმების საჭიროებაზე ისაუბრა.

„ვისაუბრეთ ისტორიული შესაძლებლობაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით და დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებაზე.

დავადასტურეთ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, მაგრამ მეტი რეფორმები სჭირდება, ვინაიდან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება განხილული. მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების თვალსაზრისით“, – თქვა ბორელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი