ახალი ამბები

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 19 აპრილს, ღამით დაიწყება

18 აპრილი, 2023 •
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 19 აპრილს, ღამით დაიწყება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 19 აპრილს, ღამე დაიწყება. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს.

„მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დაიწყო, ტექნიკა ხვალ ღამით შევა გამზირზე“, – გვითხრეს მერიაში. უწყების თქმითვე, ამავე ღამეს შეიზღუდება მოძრაობა ე.წ. დიდუბის ხიდზე.

სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. მათ შორის უნდა გარემონტდეს შალიკაშვილის ხიდიც (იგივე დიდუბის ხიდი), რომელიც, მერიის თქმით, ამორტიზებულია.

გეგმის თანახმად, რეაბილიტაციამ იანვრამდე უნდა გასტანოს. უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია 28.4 მლნ ლარი დაჯდება.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი