ახალი ამბები

სამთავრობო მედიის მიერ ბაობაბების და რიკოთის გადასაფარადაა შემოგდებული – ბეჟაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

12 აპრილი, 2023 • 976
სამთავრობო მედიის მიერ ბაობაბების და რიკოთის გადასაფარადაა შემოგდებული – ბეჟაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის საგამოძიებო სტატია ქართული სამთავრობო მედიების მიერაა შემოგდებული, რათა გადაიფაროს „ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი“ და რიკოთზე არსებული ვითარება.

საუბარია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

„ასეთი ინფორმაციები, მათ შორის BBC-ის მიერ გამოქვეყნებული, იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის ევროპული ქვეყნების, ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთება არ არსებობს[…] ეს თემაც შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ იმისათვის, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში[ბაობაბების საქართველოში ექსპორტის შეთანხმებას კენიის პარლამენტში იძიებენ ] და რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება, რომელიც „ქართული ოცნების“ პირდაპირი ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული, და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი და ა.შ.“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი