ახალი ამბები

სასამართლოს „გავლენიანი ჯგუფი“ ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა – გახარია

10 აპრილი, 2023 • 1607
სასამართლოს „გავლენიანი ჯგუფი“ ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მმართველი პარტია და სასამართლოს „გავლენიანი ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყარო არიან.

ამის შესახებ გახარია Twitter -ზე წერს.

„საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სანქცირებულ მოსამართლეებს. ჩვენ მოწმენი ვართ მმართველ პარტიასა და სასამართლოს შორის საზღვრის სახიფათო წაშლის. ორივე – მმართველი პარტია და სასამართლოს „გავლენიანი ჯგუფი“ – არის პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყარო, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს“, – წერს გახარია.


5 აპრილს, 4 მოსამართლე , მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მათი ოჯახები აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“.

სანქცირების შემდეგ მოსამართლეებმა პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს. დღეს, 10 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სრულ მხარდაჭერა გამოუცხადა სანქცირებულ მოსამართლეებს და განაცხადა, რომ მიუღებელია სუვერენულ სასამართლოში ჩარევა.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი