სოხუმის ცნობით, ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილებაზე 7-9 აპრილს დაწესებული ცალხმრივი შეზღუდვა მოიხსნა. შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მოქალაქეებს დღეიდან შეეძლებათ.

ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს დე ფაქტო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით.

9 აპრილს თბილისში დანიშნული საპროტესტო აქციის გამო, აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

“საქართველოში გადატრიალება იგეგმება” – არძინბა