ახალი ამბები

თბილისში ძაღლების ახალ თავშესაფარს მოვაწყობთ – მერია

10 აპრილი, 2023 • 754
თბილისში ძაღლების ახალ თავშესაფარს მოვაწყობთ – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება.

კალაძე ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულების თანახმად, თავშესაფარი ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა.

„შპს CBD Development დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინო სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი