ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ” – ალიევი ღარიბაშვილს შეხვდა

7 აპრილი, 2023 •
“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ” – ალიევი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში, გაბალას რაიონში შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

“საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ  ღარიბაშვილმა და ალიევმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე სამომავლო გეგმებს განვახორციელებთ”, – ციტირებს აზერბაიჯანული მედია ალიევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი