ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

5 აპრილი, 2023 •
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ზელენსკიმ საზღვარი უკვე გადაკვეთა.

შუადღისით ზელენსკი ვარშავაში შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდას. მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ვარშავაში სიტყვითაც გამოვა და ქალაქში მცხოვრებ უკრაინელებსა და პოლონელებს მიმართავს.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია პოლონეთში, რომელიც გახდა მხოლოდ მესამე ქვეყანა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ეწვია – აქამდე იგი მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი