ახალი ამბები

დღეს პარლამენტში 5 ახალი დეპუტატი შევა

4 აპრილი, 2023 • 720
დღეს პარლამენტში 5 ახალი დეპუტატი შევა

დღეს, 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან ახალ წევრების: გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს.

გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო ორი მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი იყო, მერაბ ქვარაია იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი წინა მოწვევის პარლამენტში, სალომე ქურასბედიანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატში მუშაობს, თენგიზ შარმანაშვილი კონსტიტუციონალისტია, ირაკლი კირცხალია კი- ბიზნესმენი.

ისინი არიან პარლამენტიდან გასული „ქართული ოცნების“ დეპუტატების ადგილმონაცვლეები.

კერძოდ, პარლემნტში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 5 დეპუტატი გამოაკლდა. მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ამილახვარია, რომელიც განათლების მინისტრად დაინიშნა.

დეპუტატის მანდატები ასევე დატოვეს: ირაკლი კოვზანაძემ, გიორგი ხელაშვილმა, ნინო იობაშვილმა და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. ესენი არიან დეპუტატები, რომელთაც რუსული კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას გააგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი