ახალი ამბები

დღეს ფინეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი

4 აპრილი, 2023 • 817
დღეს ფინეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი

დღეს, 4 აპრილს, ფინეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი. სკანდინავიური ქვეყანა ალიანსის რიგით 31-ე წევრი იქნება.

„ეს კარგი დღე იქნება ფინეთის, სკანდინავიისა და მთლიანად ნატოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მეორე მსოფლიო ომის დროიდან ნეიტრალურმა ფინეთმა, მეზობელ შვედეთთან ერთად, ნატოში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.

ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას აჭიანურებდა ოფიციალური ანკარა, თუმცა ცოტა ხნის წინ თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ფინეთის ნატოში გაწევრებას.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი