ახალი ამბები

კრემლის პროპაგანდისტის აფეთქების ბრალდებით დარია ტრეპოვა დააკავეს

3 აპრილი, 2023 • 1074
კრემლის პროპაგანდისტის აფეთქების ბრალდებით დარია ტრეპოვა დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება დარია ტრეპოვას დაკავების შესახებ.

გამოძიების ვერსიით, იგი კავშირშია სანქტ-პეტერბურგში „სამხედრო კორესპონდენტის“, ვლადლენ ტატარსკის კაფეში აფეთქებასთან. მოსკოვი აცხადებს, რომ აფეთქება უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“ თანამშრომელი აგენტურის მონაწილეობით.

ადგილობრივი მედიის, „ფონტანკის“ ცნობით, ტრეპოვა წინასწარ ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

„მედუზას“ ინფორმაციით, დარია ტრეპოვა 25-26 წლისაა.

განახლება: ტრეპოვას მეუღლის განცხადებით, „დარია რამე მსგავსს საკუთარი ნებით ვერასდროს იზამდა“. იგი ამბობს, რომ ისინი არ უჭერდნენ მხარს ომს უკრაინაში, მაგრამ მსგავს ქმედებებს მიუღებლად მიიჩნევენ. „დარწმუნებული ვარ, არასდროს დათანხმდებოდა [ასეთი რამის გაკეთებას], რომ სცოდნოდა“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ დარიამ არ იცოდა, რისთვის იყო ბიუსტი, რომელიც ტატარსკის გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი