ახალი ამბები

აქციაზე პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

29 მარტი, 2023 • 4261
აქციაზე პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ლ.გ. 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელია.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ლ.გ.-მ პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი