ახალი ამბები

სასტუმრო „ამბასადორის“ გადაწვის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

1 აპრილი, 2023 • 7538
სასტუმრო „ამბასადორის“ გადაწვის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ა.ლ, რომელსაც სასტუმრო „ამბასადორისთვის“ ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი