ახალი ამბები

მოსკოვმა „ქართული ლეგიონის“ 4 წევრს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

23 მარტი, 2023 • 956
მოსკოვმა „ქართული ლეგიონის“ 4 წევრს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ოთხ წევრს — ლაშა რუხაიას, ვასილ ალიბეგაშვილს, ერეკლე ამირანაშვილსა და ვეკ აპრესოვს — დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაზონა“ ავრცელებს.  მათ ბრალი ედებათ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას “დაქირავებულის მონაწილეობაზე შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებებში”.

„მედიაზონის“ ინფორმაციით, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების შესახებ მოსმენები 3 მარტს გაიმართა, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია მოსკოვის სასამართლოების ბარათებში მხოლოდ დღეს გამოჩნდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ საქმე გასული წლის აპრილში აღძრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი