ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მე-100 დღეა, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღს გზა ჩაუკეტა

22 მარტი, 2023 •
მე-100 დღეა, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღს გზა ჩაუკეტა

დღეს, 22 მარტს, მე-100 დღე შესრულდა, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღს ჩაუკეტა ლაჩინის კორიდორი, ერთადერთი სასიცოცხლო გზა, რომელიც სომხეთსა და ყარაბაღს აკავშირებს, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ 22 თებერვალს გამოაქვეყნა დადებითი გადაწყვეტილება სომხეთის 2022 წლის 29 დეკემბრის მიმართვაზე, სადაც  ყარაბაღელებისთვის ერთადერთი გზის გახსნის თაობაზე ქვეყანა დროებითი ზომების მიღებას ითხოვდა.

გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, ოფიციალურად აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ არის ჩაკეტილი. ასევე, ოფიციალურ მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები. თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.

“ყარაბაღის გზის გახსნა რუსი სამშვიდობოების და აზერბაიჯანის ვალდებულებაა”

მასალების გადაბეჭდვის წესი