ახალი ამბები

“ზოგი გადაიღალა” – წაქაძე უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლაზე

21 მარტი, 2023 • 1019
“ზოგი გადაიღალა” – წაქაძე უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლაზე

“ქართული ოცნების” წევრის ბეჟან წაქაძის განცხადებით, პარლამენტიდან უმრავლესობის დეპუტატები იმიტომ მიდიან, რომ “გადაიღალნენ”.

ბეჟან წაქაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა უმრავლესობაში რღვევა.

“სად ხედავთ რღვევას? ამილახვარი წავიდა მინისტრად, რღვევაა ეს? კოვზანაძეს აქვს თავისი გეგმები. სერგეენკომ ხომ თქვა, გადავიღალეო და წავალ დავისვენებო… გავიდა უკვე წელიწად-ნახევარი, ზოგი გადაიღალა და ეტყობა, დასვენება უნდა. ბატონი დავითი [სერგეენკო] გამოვიდა და ახსნა”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია მანდატების დატოვებას სთხოვს დეპუტატებს, რომლებმაც უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი