ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“3+3 ფორმატის” კარი თბილისისთვის ღიაა – ლავროვი

20 მარტი, 2023 • 1470
“3+3 ფორმატის” კარი თბილისისთვის ღიაა – ლავროვი

რუსეთისა და დასავლეთის შესაძლო დიალოგის შესახებ საუბრისას პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთს ხელს უშლის, კერძოდ კი, მაგალითად დაასახელა “3+3 ფორმატისთვის”  ხელის შეშლა.

“დასავლეთმა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია მოახდინა. მშვენივრად ვხედავთ, რა მიზნები აქვს დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში. ის არც კი მალავს ამას, პირიქით, ცდილობს რუსეთი მოწყვიტოს რეგიონს. რუსეთი სომხეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად “3+3 ფორმატის” განვითარებას ცდილობს. ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩაერთოს თუ არა ამ ფორმატში, თუმცა პირველი შეხვედრა შედგა და თბილისისთვის ღია რჩება კარი. ახლა მეორე შეხვედრის მოწვევაზე ვფიქრობთ. დასავლეთი კი უკვე აქტიურად მუშაობს ამ ფორმატის ჩასაშლელად და ცდილობს, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას თავს მოახვიოს საკუთარი მომსახურება. ამით ამტკიცებს, რომ უნდა დომინირება რეგიონში”.

3+3 რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა და გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის) და სამი რეგიონული მოთამაშის (რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის) სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.

„3+3 ფორმატის“ პირველი შეხვედრა მოსკოვში საქართველოს გარეშე გაიმართა, თუმცა, თბილისის პოზიციის მიუხედავად, მოსკოვში მხარეების შეხვედრისას ქართული დროშა მაინც გამოიყენეს.

ამასთან, როგორც ლავროვი ამბობს, გეოპოლიტიკური ზრახვების პარალელელურად, რეგიონშიც და სხვა ქვეყნებში დასავლეთი ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც მორიგი ფერადი რეოლუციების მომზადებით არიან დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი