ახალი ამბები

ტრამპი: სამშაბათს დამაკავებენ

18 მარტი, 2023 •
ტრამპი: სამშაბათს დამაკავებენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 21 მარტს მისი დაკავება იგეგმება და მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებს.

როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპი დაკავებას პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის საქმესთან დაკავშირებით ელის, რომელზე გამოძიებაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის დროს დანიელსისა და სხვა ქალებისთვის სიჩუმის სანაცვლოდ თანხის გადახდაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეზე 2018 წელს უკვე გამტყუნდა აღნიშნულ საქმეზე, ტრამპისთვის კი ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

რაც შეეხება დაკავების მოლოდინს, ტრამპი ამბობს, რომ ამ ინფორმაციამ მანჰეტენის ოლქის პროკურატურიდან გამოჟონა:

„რესპუბლიკური პარტიის მთავარ კანდიდატს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შემდეგი კვირის სამშაბათს დააკავებენ“ — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ექსპრეზიდენტის სპიკერმა განმარტა, რომ ამ დროისთვის ტრამპის დაკავების ორდერი გაცემული არაა, ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ მის მიმართ მართლაც იგეგმება დაკავების ორდერის გამოცემა:

„გააპროტესტეთ, დავიბრუნოთ თვენი ერი“ — აცხადებს აშშ-ის ექსპრეზიდენტი, რომლის მხარდამჭერებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც ტრამპი არჩევნებში დამარცხდა.

„როიტერსი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მანჰეტენის ოლქის პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი