ახალი ამბები

საქართველოში საშუალო ხელფასი 309 ლარით გაიზარდა და 1773 ლარი შეადგინა — საქსტატი

17 მარტი, 2023 • 1030
საქართველოში საშუალო ხელფასი 309 ლარით გაიზარდა და 1773 ლარი შეადგინა — საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2017-2022 წლებში. წყარო: საქსტატი

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (გაიზარდა 61.8%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1%-ით);
  • მშენებლობა — 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1%-ით).

2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი — 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში — 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.  ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასი 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.