ახალი ამბები

კალიურანდი: ჩვენ გვინდა ქართველი ხალხისთვის მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

14 მარტი, 2023 • 799
კალიურანდი: ჩვენ გვინდა ქართველი ხალხისთვის მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ქვეყნის მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, გააკეთონ ის, რასაც ქართველი ხალხი მათგან ელის.

ევროპარლამენტარის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა, რომელიც სამუდამოდ ღია არ იქნება. კალიურანდი ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს მათთვის მხოლოდ მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა სურს:

მესიჯი მაქვს ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. თქვენ იყავით ძალიან ცხადი და თანმიმდევრული ამ არჩევანში, ჩვენ მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვართ ევროპულ გზაზე. ჩვენ არასდროს ჩაგითრევთ არანაირ ომში, ჩვენ გვახსოვს ომი 2008 წელს და დაკარგული სიცოცხლეები. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას და ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ გვინდა ქართველი ხალხისთვის მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ჩემი მესიჯი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ძალიან ნათელია — უკრაინაში მიმდინარე ომმა გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის, არ გაუშვათ ეს ხელიდან. გახსოვდეთ, რომ დღეს უკრაინელები თქვენი მომავლისთვისაც იბრძვიან და იღუპებიან. პრეზიდენტ ზელენსკიზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მიუღებელია. შესაძლებლობის ფანჯარა სამუდამოდ ღია არ იქნება, გააკეთეთ, რასაც თქვენი ხალხი თქვენგან მოელის“ ,— აცხადებს ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი