ახალი ამბები

ენმ „ოცნებას“ EU-ს რეკომენდაციების შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს

14 მარტი, 2023 • 929
ენმ „ოცნებას“ EU-ს რეკომენდაციების შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დასახული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს და აქციას აანონსებს.

ამის შესახებ განცხადება  ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, დღეს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ აქციაზე ევროკავშირის დროშის დაწვის უკანაც „ქართული ოცნება“ იდგა და ეს კიდევ ერთი ანტიდასავლური გზავნილი იყო.

ხაბეიშვილის თქმით, რეკომენდაციების შესასრულებლად ვადას ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევს და ამავე დღეს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს:

„ისინი არ აპირებენ არც რეკომენდაციების შესრულებას, ლანძღავენ ჩვენს პარტნიორებს და არც კი გრძნობენ რაიმე სინანულს, როდესაც ეს მოღალატეობრივი კანონი მიიღეს. სატანისტები უწოდეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ ევროპულ მომავალს და კონსტიტუციას იცავდნენ. მნიშვნელოვანია გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე.

ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის დავალებით მათმა ბანდფორმირებებმა რუსულმა „ალტ—ინფომ“ დაწვა ევროკავშირის დროშა და ეს იყო კიდევ ერთი ნათელი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ქართველ ხალხს უნდა ევროპაში, ქართველ ხალხს არ უნდა ანწუხელიძის მკვლელებთან, ჩვენ გვინდა ევროპული მშვიდობა, ეკონომიკა, განათლება, ევროპული ცხოვრება და სწორედ ამიტომ მე გთავაზობთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში დრო მივცეთ ქართულ ოცნებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად“, — აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი