ახალი ამბები

საქსტატის ექსპრეს მონაცემები: იანვარ-თებერვალში ექსპორტი 20.3 %-ით გაიზარდა

13 მარტი, 2023 • 405
საქსტატის ექსპრეს მონაცემები: იანვარ-თებერვალში ექსპორტი 20.3 %-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 20.3 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის თქმით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია.

აქედან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ექსპორტი 914.7 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 მილიარდამდე აშშ დოლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით).

საქსტატის თქმით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1.07 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.