ახალი ამბები

„დროას“ წევრი უკრაინის მხარდასაჭერი აქციის სტიკერების გაკვრისთვის 5 000-ით დააჯარიმეს – ხოშტარია

11 მარტი, 2023 •
„დროას“ წევრი უკრაინის მხარდასაჭერი აქციის სტიკერების გაკვრისთვის 5 000-ით დააჯარიმეს – ხოშტარია

პარტია „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე უკრაინის მხარდასაჭერი აქციის 5 ცალი სტიკერის ქუჩაში გაკვრის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს.

ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრებს აქვეყნებს.

მისივე ცნობით, შუშანა მაცაბერიძემ სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკრა და თითო სტიკერისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი