„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა ყირიმში“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს.
„პროტესტი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის შესახებ გაჩაღდა თბილისში, რაც გადაიზარდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, გაიხსენონ ანალოგიური სიტუაცია უკრაინაში და საბოლოოდ, რა მოჰყვა ამას, ორჯერ დაფიქდრით“, — წერია განცხადებაში.
Protests against “foreign agents” bill, erupted in #Tbilisi??, result in demands for the resignation of the government. We recommend to the georgian people to recall a similar situation in Ukraine?? in 2014 and what it finally led to!#ThinkTwice pic.twitter.com/Ju5Y3p8pwh
— Russia’s MFA in Crimea?? (@PMSimferopol) March 10, 2023
მაიდნის მოვლენები კიევში 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. მომიტინგეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსულმა მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
დემონსტრანტები ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასა და იანუკოვიჩის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. ხელისუფელბამ მომიტინგეების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა და ათეულობით ადამიანი დაიღუპა. მაიდნის მოვლენებიდან მალევე რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ ჯგუფებს დაუჭირა მხარი.
საბოლოოდ, 2014 წლის მოვლენებიდან 8 წელიწადში, 2022 წლის თებერვალს, რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში, სადაც ომი უკვე ერთ წელზე მეტია, გრძელდება.