ახალი ამბები

„არ არსებობს უკრაინელი, რომელიც საქართველოს წარმატებას არ უსურვებს“ — ზელენკსი

9 მარტი, 2023 • 2108
„არ არსებობს უკრაინელი, რომელიც საქართველოს წარმატებას არ უსურვებს“ — ზელენკსი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებზე და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში ჟღერდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ. არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიულ წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ ევროპაში“, — განაცხადა ზელენსკისმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, უკრაინას სურს, რომ საქართველო და მოლდოვა იყოს ევროკავშირში.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც ძმებისთვის იბრძვის!“ — განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი