ახალი ამბები

ვაშაძე „ოცნებას“ „ერთ საათს აძლევს“ ორი მოთხოვნის შესასრულებლად

8 მარტი, 2023 • 1076
ვაშაძე „ოცნებას“ „ერთ საათს აძლევს“ ორი მოთხოვნის შესასრულებლად

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთ საათს აძლევს ორი მოთხოვნის შესასრულებლად.

ეს განცხადება ვაშაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც  საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ რუსულ კანონპროექტებს აპროტესტებს.

„დაუყოვნებლივ გაიხმოს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან. ყველა დაპატიმრებული, რომელიც გუშინ უკანონოდ დააკავეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ახლა კი კონკრეტული ვადა — ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, გააკეთონ განცხადება, რომ კანონპროექტი გაიწვიეს და დაკავებულები გაათავისუფლეს. სხვა შემთხვევაში გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე“, — განაცხადა ვაშაძემ, თუმცა შემდგომი ნაბიჯები არ დაუსახელებია.

„თუ ერთ საათში არ მივიღებთ პასუხს, გამოვაცხადებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას“, — დასძინა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი