ახალი ამბები

ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები უერთდებიან მოქალაქეების პროტესტს

8 მარტი, 2023 • 1565
ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები უერთდებიან მოქალაქეების პროტესტს

ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები და სტუდენტები უერთდებიან საქართველოს მოქალაქეების პროტესტს და პარლამენტსა და შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მოუწოდებენ, იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად, არ დაუშვან კანონის მიღება, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას და საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

„ევროპის კოლეჯის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტიპენდიანტები ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერ მსგავსი კანონმდებლობის მიღებას ან მსგავს კანონმდებლობაზე დისკუსიას. ყოველ წელს საქართველოს ათამდე ახალგაზრდა ევროკომისიისგან იღებს დაფინანსებას განათლების მისაღებად ევროპის კოლეჯში, როგორც ბრიუგეს, ასევე ნატოლინის კამპუსში. ევროპის კოლეჯის არაერთი კურსდამთავრებული მუშაობს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებული ევროპული მომავლისთვის და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებს საქართველოს საჯარო უწყებებში, არასამთავრობო სექტორში, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ერთად ვაშენებთ საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც ასე ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამ ისტორიულ დროს, როდესაც საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი განიხილება, დაუშვებელია მსგავსი კანონის მიღება“, — ნათქვამია ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების განცხადებაში.

მაშინ, როცა საქართველოს აქვს გრძელი სია დემოკრატიული რეფორმებისა, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროპულ ოჯახთან, სტუდენტების აზრით, საქართველოს ყველა უწყება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად უნდა მუშაობდეს.

„Საქართველო მრავალი წელია იბრძვის იმისთვის, რომ მისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში. ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ისტორიულ არჩევანს“, — ნათქვამია ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპის კოლეჯის ქართველი კურსდამთავრებულები/სტუდენტები:

  1. მარიამ ტაბატაძე, 2017-2018
  2. ანა უკლება, 2017-2018
  3. ეთერი გეჯაძე, 2020-2021
  4. ელენე ფანჩულიძე, 2018-2019
  5. გიორგი თაბაგარი, 2012-2013
  6. ნინო ფრუიძე, 2016-2017
  7. ანასტასია მგალობლიშვილი, 2019-2020
  8. გიორგი თხელიძე, 2021-2022
  9. ანა შერვაშიძე, 2022-2023
  10. ნატალი ბურდული, 2022-2023
  11. მარიამ ღიბრაძე, 2022-2023
  12. მარიამი ალადოშვილი, 2022-2023
  13. შალვა კილასონია, 2012-2013
  14. ქეთევან ქართველიშვილი, 2014-2015
  15. ნინო სამველიძე, 2010-2011
  16. ვანო ჩხიკვაძე, 2005-2006
  17. ნინო ხელაძე, 2014-2015
  18. ნატალია გამგებელი, 2014-2015
  19. დიანა ენდელაძე, 2017-2018
  20. ანიკო ფარჯიანი, 2021-2022
  21. მაგდა ნიკორაშვილი, 2018-2019
  22. ანა ანდღულაძე, 2014-2015
  23. ბექა ჯებაშვილი, 2017-2018
  24. სოფიო საათაშვილი, 2021-2022
  25. მირანდა ბეჭვაია, 2021-2022
  26. გვანცა ქოქოშვილი, 2015-2016
  27. თეონა ღვინეფაძე, 2014-2015
  28. ირაკლი მაზანაშვილი 2021-2022
  29. თინათინ ახვლედიანი 2017-2018
  30. ნინო ტურიაშვილი, 2015-2016
  31. ქეთევან გურგენიძე, 2020-2021
  32. თეონა ლავრელაშვილი, 2014-2015
  33. ქეთევან უჩანეიშვილი, 2019-2020
  34. ერეკლე იანტბელიძე 2019-2020
  35. ქეთევან ჯანგულაშვილი, 2021-2022
  36. ირაკლი ჯღარკავა, 2016 – 2017
  37. მარიამ ობოლაძე, 2021-2022
  38. ქეთევან ზუკაკიშვილი, 2014-2015
  39. მარიამ ხოტენაშვილი, 2011-2012
  40. გიორგი ლომთაძე, 2014-2015
  41. ანტონ კოკაია, 2020-2021
  42. ნიკა გონგლიაშვილი, 2021-2022
  43. მაკა ჯაში, 2021-2022
  44. ელენე ჭიჭინაძე, 2020-2021
  45. ელენე კინწურაშვილი, 2020-2021
  46. თათა ბურდული, 2013-2014
  47. რაულ ლაბაძე, 2016-2017
  48. თამარ ქუსიკაშვილი, 2016-2017
  49. კრისტინა პიტალსკაია, 2015-2016
  50. ნათია არსენიშვილი, 2016-2017
  51. თინათინ წერეთელი 2016-2017
  52. დავით შოშიტაშვილი, 2016 – 2017
  53. ირინა მუგდუსი, 2020 – 2021
  54. თეა ზარნაძე 2007-2008
  55. მარიამ პაპოშვილი 2014-2015
  56. მარგალიტა ჯაფარიძე, 2018-2019
  57. თამარ მადურაშვილი, 2013-2014
  58. სალომე ლომსაძე, 2018-2019

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი