ახალი ამბები

მეუღლის ცნობით, ჯაფარიძე აქციაზე დააკავეს, დაკავებისას კი სცემეს და სახეში სპრეი შეასხეს

8 მარტი, 2023 • 876
მეუღლის ცნობით, ჯაფარიძე აქციაზე დააკავეს, დაკავებისას კი სცემეს და სახეში სპრეი შეასხეს

ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის ინფორმაციით, პოლიტიკოსი 7 მარტის აქციისას დააკავეს, დაკავებისას კი მას სცემეს და სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.

„ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტეს “დუბინკები”, ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე, როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ყავთ დიღმის იზოლატორში. წესიერი სამედიცინო დახმარება, როგორც ჩანს, არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?“ – წერს ქორიძე.

რაც შეეხება ჯაფარიძის ადგილსამყოფელს, მისი მხარდამჭერების ინფორმაციით, დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია „გირჩის“ წევრი ნიკა მოსიაშვილიც.

ნეტგაზეთი ცდილობს შსს-თან დაკავშირებას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი